logo
ENG



სისხლიანი გარჩევა ახალქალაქში - ენზელ მკოიანი დაპირისპირებას "დადგმულს" უწოდებს

07 ოქტ 201915:14
3 წუთის საკითხავი
 
hkbkottsvn4wnec.jpg

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქში ენზელ მკოიანიახალ ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე მომხდარ დაპირისპირებას დადგმულს უწოდებს.  იგი აცხადებს, რომ "ეს მორიგი პროვოკაცია იყო." საუბარია მკოიანის ძმასა და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის შვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. 

"ორმოცამდე სოფელში ვიყავი და ყველგან კარგად მხვდებოდნენ. როგორც ჩანს, პეტროსიანს შურს. სწორედ ამ დაპირისპირების შემდეგ დაიწყო ჩემ მიმართ ბინძური ბრალდებები,"-განაცხადა მკოიანმა. 

დაპირისპირების დროს დაშავებული დეპუტატის ძმის მდგომარეობა მძიმეა. მარტინ მკოიანი დღეს თბილისში უნდა გადმოეყვანათ, თუმცა ის ამ დრომდე სახლში რჩება. პაციენტის მდგომარეობა გუშინ გვიან ღამით დამძიმდა. მისი ექთნის თქმით, პაციენტი თავს ცუდად გრძნობდა, აღენიშნებოდა ჰიპერტონია და ამიტომ მიზანშეწონილი არ იყო მისი ტრანსპორტირება. თუმცა, მკურნალი ექიმი ამბობს, რომ მკოიანი აუცილებლად საჭიროებს თბილისში გადმოყვანას, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ესაჭიროება მკურნალობა, რომელიც ახალქალაქის საავამდმყოფოში ვერ ჩაუტარდება.

"ფორმულანიუსი" დაუკავშირდა კონფლიქტის მეორე მხარესაც. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის შვილი გევორქ პეტროსიანი ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს. 

ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. "ფორმულანიუსის" ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია საქმეში ჩართული ყველა მხარე. გამოკითხულები არიან დაზარალებულებიც. 


close დახურვა